შსს – ვაზისუბანში მომხდარ ინციდენტზე: სამინისტროს მიერ ტარდება ყველა სახის ღონისძიება სიტუაციის განსამუხტად

“შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ ღონისძიებებსა და მოქმედებებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. პოლიციის მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციას მიკუთვნებულ ყველა ფაქტზე, რის შესახებაც პერიოდულად მედიასაც ვაწვდით ინფორმაციას. სამინისტრო მჭიდრო კოორდიაციაშია საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

კოვზიაშვილი ვაზისუბანში მდებარე ერთერთ საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

“თბილისში, ვაზისუბანში მდებარე, ერთერთ საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით – პოლიცია შემთხვევის ადგილზეა მობილიზებული. შსს-ს მიერ ტარდება ყველა სახის ღონისძიება იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და მშვიდ ვითარებაში გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი”, – განაცხადა ქეთევან კოვზიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები