რატი იონათამიშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” ზონდერები, კრებითი შაშკინები ცდილობენ გარკვეულ უბნებზე არეულობა ხელოვნურად შექმნან

ჩვენ დავიცავთ და გავუფრთხილდებით თითოეული რუსთაველის არჩევანს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ რამდენიმე უბანზე შექმნილ დაპირისპირებას.

მისი თქმით, “ბაცმოძრაობის” წარმომადგენლები ხელოვნურად ქმნიან ხმაურს.

“ნაციონალური მოძრაობის” ზონდერები, კრებითი შაშკინები სამ ტელეკომპანიასთან ერთად ცდილობენ, რომ გარკვეულ უბნებზე არეულობა ხელოვნურად შექმნან. ჩვენ ყველა დარღვევას ვაფიქსირებთ, ვწერთ საჩივრებს. ჩვენ დავიცავთ და გავუფრთხილდებით თითოეული რუსთაველის არჩევანს,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები