შსს რუსთავის ციხესთან პოლიციის გადაადგილების შესახებ განმარტებას აკეთებს

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სპეცრაზმის მობილიზებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიცია ციხის ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით დგას.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის რუსთავის N12-ე დაწესებულების გარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით დგანან პოლიციის დანაყოფები.

ბუნებრივია, პერიოდულად ხდება თანამშრომელთა როტაცია და დღესაც სწორედ როტაციის დროს გადაიღეს მედიასაშუალებებმა ამ გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები“, – განმარტავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები