კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით სხვადასხვა საარჩევნო უბანს სტუმრობს.

კელი დეგნანი ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობ, როგორც დამკვირვებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც ქართველი ხალხი გამოდის იმისათვის, რომ მისცეს ხმა, უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება მათი არჩეული ლიდერების და გააკეთონ განაცხადი იმაზე, თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული. ჯერჯერობით, რა საარჩევნო უბნებზეც ვიყავი, პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული, ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, რომ მისცენ ხმა, ასევე დაცულია უსაფრთხოება კოვიდის მხრივ. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს უბანზე და მისცეს ხმა, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მათი ხმა იქნეს გაგონილი. არჩევნები დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი არსია, ხოლო ქართველი ხალხი არის ქართული დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები