თბილისის მოქმედი მერისა და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობა, პირველ ტურთან შედარებით, დღეს უფრო მაღალია. მისივე თქმით, არჩევნებზე თითოეული ადამიანის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია.
„10 საათის მონაცემებით, აქტიურობა ძალიან მაღალია. წინა ტურთან შედარებით, თბილისში აქტივობა 5%-ით არის გაზრდილი, რაც ძალიან კარგია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩემს მხარდამჭერებს: თითოეული თქვენი ხმა, თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ქალაქის განვითარება.
თქვენ ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში, რამდენი კარგი საქმე გაკეთდა დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალ წლებში ვერავინ და ვერაფერმა შეაჩეროს ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება,“- აღნიშნა კალაძემ.