მამუკა ხაზარაძე: ხმა მივეცი კოალიციურ მმართველობას

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა.

მისივე თქმით, ხმა კოალიციურ მმართველობას მისცა.

„დღეს ხმა მივეცი კოალიციურ მმართველობას, ხმა მივეცი ცვლილებას ამ ქვეყანაში, ხმა მივეცი იმას, რომ გადავიდეთ ევროპული ტიპის მართვაზე და ძალიან სწრაფ რეფორმებზე ქალაქ თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბატონი კუჭავასგან განსხვავებით, რომელმაც უკვე მეორეჯერ დაარღვია კანონი და სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასე ღიად უგულებელყოფს ჩვენს კანონმდებლობას, რა თქმა უნდა, მე არ დავასახელებ კონკრეტულად ვინ შემოვხაზე, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ხმა მივეცი ცვლილებას, კოალიციას, ხვალინდელ რეფორმებს და განვითარებას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები