კახა კალაძე: ხმა მივეცი განვითარებას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში – თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია

“ხმა მივეცი განვითარებას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში”, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კალაძე მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე – 41, რათა ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დაწყებული გვაქვს 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ყველა მიმართულებით, რეფორმები, სიახლეები, ეს ყველაფერი აუცილებლად გაგრძელდება. იაქტიურეთ მეგობრებო. თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თბილისის განვითარება შეუქცევადი გახდეს და ყველამ ერთად შევძლოთ იმ კარგი საქმეების გაკეთება ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის, ამ ქვეყნისა და ქალაქის მომავლისთვის, რაც სჭირდება დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები