“აიძულებდა ჩაეხადა შარვალი” – რას ყვებოდნენ ამირან ჯანაშიას სასამართლო პროცესზე 

სამართალდამცველებმა ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი, ამირან ჯანაშია დღეს დააკავეს, რომელიც  2009-2012 წლებში ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი იყო.

“კვირამ” მოიპოვა გასული წლების სასამართლო ჩვენება, სადაც ერთ-ერთი დაზარალებული მ.მ ჰყვება, რომ მათ აიძულებდნენ ჩაეხადათ შარვალი, დაჩოქილიყვნენ და ასეთ მდგომარეობაში გადაადგილებულიყვნენ წინ და უკან.

მ.მ -ს ჩვენებაში ნათვამია, რომ მის მიმართ აღნიშნული ქმედებები სისტემატურად ხორციელდებოდა.

როგოგორც ცნობილია, მ.მ  ზუგდიდის N 4 დაწესებულებაში 2011 წლის 6 მაისს მოათავსეს.

“იგი პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, სხვადასხვა დროს, ამირან ჯანაშიას და დაწესებულების სხვა თანამშრომლებს საკანში მყოფ სხვა პატიმრებთან ერთად გაჰყავდა საკნიდან დერეფანში, სადაც აიძულებდნენ ჩაეხადათ შარვალი, დაჩოქილიყვნენ და ასეთ მდგომარეობაში გადაადგილებულიყვნენ წინ და უკან, რა დროსაც აგინებდნენ და სცემდნენ ასევე აიძულებდნენ სირბილით წასულიყვნენ გასეირნებაზე”, – ნათქვამი იყო სასამართლოზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები