დავუჯდებით ღარიბაშვილს სახლში ყავის დასალევად – ამის შესახებ სუს-ის აუდიოჩანაწერებში ისმის, რომელიც უწყებამ მოსამართლის განჩინების საგუძველზე მოიპოვა.
როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, “ნაციონალური მოძრაობა” არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, არამედ ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრების სახლებთანაც გეგმავდა აქციებს.
აუდიოჩანაწერში ენმ-ს წევრები საქართველოში “მაიდანის” მოწყობასაც განიხილავენ.
“ბ.წერედიანი: ჩვენ იცი რა უნდა გავაკეთოთო? არჩევნების დღესო კეთილი უნდა ვინებოთო, მე მეუბნება, კეთილი უნდა ინებოო, სახლში ყველას უნდა დაემშვიდობოო, მოხვიდეო და თუ საჭირო იქნებაო, თავიც გაატეხინოო… როგორც კი კიდევ ერთი აქცია იქნება ციხესთან, ეგრევე შევიკრიბებით, მივალთ ღარიბაშვილის სახლთან, გაფრთხილება უნდა იყოს ღარიბაშვილის და ჯანდაცვის მინისტრის და იუსტიციის მინისტრის, ეს სამი ლოკაცია უნდა იყოს. ციხეს ვერ აიღებ, ერთადერთი გზაა, ამას სჭირდება პარტიის რესურსი. გუშინ გვქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ არ ვიცი, როგორ გადაწყდება. ეს არის – მიიყვან მანქანებს, 100-150 მანქანა, მიიყვან, ჩაკეტავ. გლდანის ციხის ირგვლივ რაც არის გზები, უბრალოდ, მანქანებით უნდა ჩახერგო. ერთი 500-600 კაცი სჭირდება მობილიზებული, ვერ იზამენ ვერაფერს. როგორც კი დასჭირდება გადაყვანა, მერე გადაიყვანენ კლინიკაში. მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ჩვენ მაინც მაიდანი მოგვიწევს ბოლოს… იმიტომ, რომ ესენი არჩევნებით არსად არ წავლენ, თუ არ ჩამოიშალა სისტემა, მაგრამ აქამდე უნდა მიიყვანო პროცესი. ამათ იმდენად საზიზღარი მეთოდებით მოუწევთ მეორე ტურის გაყალბება, რომ ჩვენ ქუჩაში მოგვიწევს გამოვარდნა. ჩვენ რომ ქუჩაში გავალთ, რომ წავა ეს პროცესები, ამის მართვა შეუძლებელია წვრილმანების დონეზე, თორემ გლობალურად შეიძლება მართო პროცესი ქუჩაში, მაგრამ წვრილმანებში ვერ მართავ და იქ ერთი ადამიანი, ორი და სამი ადამიანი დაზიანდება. მერე უკვე პროცესი წავა უმართავი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ 30-სთვის, ეს ადამიანი დათმობას არ აპირებს და ჩვენ მართლები ვიქნებით ყველასთან, ეს ორი ამოცანა გვაქვს. ეხლა მინდოდა… მზად ვართ ამისთვის, რომ დღეს კი არ მივუვარდეთ ღარიბაშვილს, უბრალოდ, გამოვიდეთ, დავდგეთ და ვუთხრათ, რომ კიდევ ერთი კონტრაქცია იქნება, ასეთი ნაგვის, რომელიც იქ არის და შენს სახლთან 11 საათამდე რომ მოვალთ 5 საათზე, არც შენ, არც შენს ცოლ-შვილს და არც შენს სამეზობლოს ცხოვრება აღარ გექნებათ. მოვიტან მეგაფონს, ვიყვირებ, გლანძღავ, გაფურთხებ, გლდანის ციხესთან, მანქანებს დავაყენებთ იქ, ნიკა რომ ლაპარაკობს ეხლა, გვარამია, რუსთავი ორის ეზოში დღეს და ღამეს ვათენებდით. მელიას ნაცების ოფისში რომ ვიჯექით დღე და ღამე, იქ ვერ დავჯდებით მანქანაში 2-3 დღე? პარტიამ ეს უნდა გადაწყვიტოს. 70 000 კაცი რომ გვედგა იქ, ვეუბნებოდი, რომ ხვალამდე მივცეთ ულტიმატუმი, თუ არა და კანცელარიას მივადგეთ, ჰა 70 000 კაციო, ჰა მიკროფონიო და მართეო მითხრა და პასუხისმგებელი შედეგებზე შენ იყავიო. იმ 70 000 კაციდან 7000 ხო მაინც დარჩებოდა ჩემნაირი გიჟი. ხო მაგრამ ახლა უყურე, რა სიტუაციაა. ორი ომი მაქვს გამოვლილი და „აკოპშიც“ რომ ზიხარ, მაშინაც რომ ისროლო, ბრძანებას ელოდები. ბრძანების გარეშე ომის დაწყება კატეგორიულად… მე ამას ვერ ავიღებ საკუთარ თავზე. იმისი პირდაპირი ბრძანების გარეშე, რომ შენ ეს უნდა დაიწყო და გააკეთო და როგორც კი ეს მითხრა… ვსო, დამთავრებულია რა. ორი კაცი რომ მოკვდეს, რომ გამოვიდეს, რომ გამოვიდეს მერე ის და გითხრას, რომ შენ შვილო კამანდა გქონდა ჩემგან? ეს რომ გააკეთე, ვინ გითხრა ამის გაკეთება?“, – ისმის აუდიოჩანაწერში
გიორგი შერვაშიძე: დავუჯდებით ღარიბაშვილს სახლში ყავის დასალევად”, – ისმის ჩანაწერში.