რატი იონათამიშვილი: როცა სააკაშვილი შიმშილობს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არ აღიარებს საკუთარ დანაშაულს გირგვლიანის მიმართ

“მიხეილ სააკაშვილი როცა შიმშილობს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არ აღიარებს საკუთარ დანაშაულს გირგვლიანის მიმართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

“როცა ის შიმშილობს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არ აღიარებს საკუთარ დანაშაულს გირგვლიანის მიმართ, ასევე, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რომლებსაც სასტიკად სცემდა და სიკვდილამდე მიჰყავდა. იმ საქმეებზე ვსაუბრობ, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებებსა და ვერდიქტებში წერდა. როცა გარკვეულ დაჯგუფებებს სურთ, სააკაშვილის შიმშილობა შეიფუთოს, როგორც პროტესტის აქტი, ეს ფასადური მცდელობაა. რეალურად, ეს არის მხოლოდ იმის აღიარება, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები