ბექა ოდიშარიამ საქართველოში თურქეთის ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაული – რესპუბლიკის დღე მიულოცა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა – ბექა ოდიშარიამ საქართველოში თურქეთის ელჩს, ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაული – რესპუბლიკის დღე მიულოცა.

„გამოვხატავ რა ღრმა პატივისცემას თურქეთის რესპუბლიკისა და პირადად თქვენდამი, ქალბატონო ელჩო,  მაქვს პატივი, მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული  – 29 ოქტომბერი – თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების დღე.

გისურვებთ ჯანმრთელობას,  წარმატებებს და  ნაყოფიერ საქმიანობას  თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ სტრატეგიული პარტნიორობისა და ქართული სახელმწიფის გვერდში დგომისათვის!”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები