თეა წულუკიანი: ბატონო მიშა, სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, 6 წელი ბევრი დროა

“ბატონო მიშა, სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა და ყოფილ პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“ბატონო მიშა, სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა. მე როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ათეულობით პატიმარი შიმშილობდა ხოლმე, ზოგი აპროტესტებდა თავის ბრალს, ზოგი აპროტესტებდა სხვადასხვა ტიპის სურვილის შეუსრულებლობას, ეს, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, მაგრამ მე ყველა ამ პატიმარს, და დღეს უკვე ამ პატიმრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილსაც, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ შიმშილობის შეწყვეტისკენ, მკურნალობისა და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანრმთელობის მოფრთხილებისკენ”, – თქვა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ციხის საავადმყოფო ძალიან კარგად არის მოწყობილი და იქ არსებული ინფრასტრუქტურა “თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება”.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს და 29-ე დღეა, ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები