ლევან იოსელიანი: ყველას მოვუწოდებ, როცა მკვლელობას, თვითმკვლელობას და ასეთ ფრაზებს ეხება საქმე, ძალიან ფრთხილად იყოს
“ყველას მოვუწოდებ, რომ როცა მკვლელობას, თვითმკვლელობას და ასეთ ფრაზებს ეხება საქმე, ძალიან ფრთხილად იყოს ეს გამოყენებული, რადგან ეს ადამიანების მიერ შეიძლება, აღქმული იქნას განსხვავებულად და არ ვიცით, რა შედეგი შეიძლება, მოჰყვეს”, – ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი, პარლამენტის ვიცესპიკერი – ლევან იოსელიანი პრემიერმინისტრის განცხადებას, რომ თვითმკვლელობის უფლება ყველა ადამიანს აქვს და ეს კანონში წერია.
“არ ვფიქრობ, რომ ზოგადად თვითმკვლელობაზე საუბარი სწორია ნებისმიერ კონტექსტში, როგორიც უნდა იყოს, როცა საუბარია ასეთ სენსიტიურ თემაზე. ამიტომ, ამ განცხადებას ძალიან უარყოფითად ვაფასებ და ყველას მოვუწოდებ, რომ როცა მკვლელობას, თვითმკვლელობას და ასეთ ფრაზებს ეხება საქმე, ძალიან ფრთხილად იყოს ეს გამოყენებული, რადგან ეს ადამიანების მიერ შეიძლება, აღქმული იქნას განსხვავებულად და არ ვიცით, რა შედეგი შეიძლება, მოჰყვეს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.