გია ვოლსკი: როცა “ნაცმოძრაობასთან” გაქვს საქმე, ექსესებს ყოველთვის უნდა ელოდო

“როცა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაქვს საქმე, ექსესებს ყოველთვის უნდა ელოდო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებში საკმაოდ გაწაფულია. არაერთი კადრია, როდესაც ისინი არღვევენ, ძალადობენ, ცდილობენ – ძალადობა გამოიწვიონ და მოახდინონ შეტაკების პროვოცირება. გამარჯვებისთვის სხვა რესურსი ამ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები