ლიზა იასკო: სააკაშვილის მომავალი დამოკიდებულია ქართველ ხალხსა და არჩევნებზე
“მე დღეს ვნახე, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა”, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის მომავალი დამოკიდებულია ქართველ ხალხსა და არჩევნებზე.
“მე დღეს ვნახე, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა. მისი მომავალი დამოკიდებულია ქართველ ხალხსა და არჩევნებზე. მე უკრაინელი ვარ, ხმას ვერ ვაძლევ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ხმები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის არ დაიკარგოს.
ადრე მინის მიღმა ვკონტაქტობდით, მაგრამ წერილების გაცვლის შესაძლებლობა გვქონდა. ახლა ესეც არ გვაქვს, არსად წერია, რომ ეს ნებადართული არ არის. თუ ადვოკატებსაც არ აქვთ ამის შესაძლებლობა, ეს უფლებების სერიოზული დარღვევაა და ის სწორედ ამას აპროტესტებს. კონსილიუმმა თქვა, რომ მას ესაჭიროება ისეთ კლინიკაში გადაყვანა, სადაც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობებია. რატომ არავინ არაფერს აკეთებს?!”, – აცხადებს ლიზა იასკო.