ლარი გაუფასურებას განაგრძობს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1623 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1623 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1557 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0066 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6686 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6581 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ ლარი 0.0105 შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები