ადვოკატი – სააკაშვილზე: სისუსტე ძლიერდება, გადაადგილება უჭირს, ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება
“ანალიზებს აღარ იკეთებს, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევაც რთული გახდება, სისუსტე ძლიერდება”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მსჯავრდებულ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს.
“ანალიზებს აღარ იკეთებს, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევაც რთული გახდება, სისუსტე ძლიერდება. რამდენიმე დღის წინ სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ იყო ჩამოსული, თუმცა, შემდეგ გადასხმებით უკვე ეს დარეგულირდა და დაბალანსდა. დღეს უკვე ამას ვეღარ ვიგებთ იმიტომ, რომ ანალიზებზე უარს ამბობს და, აქედან გამომდინარე, გაურკვეველ ვითარებაში ვვარდებით, სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთაა თუ არა. სისუსტე ძლიერდება, გადაადგილებაც, ბუნებრივია, უჭირს იმიტომ, რომ ყოველგვარ გადასხმაზე უარს ამბობს. ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება”, – განაცხადა გელხაურმა.