“სააკაშვილს პოლიტპატიმრის სტატუსი ვერანაირად ვერ ექნება, მატყუარა “ნაციონალური მოძრაობის” ბოგინს წერტილი უნდა დაესვას” – თორნიკე მოლაშვილი

“მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრის სტატუსი ვერანაირად ვერ ექნება, მატყუარა “ნაციონალური მოძრაობის”, ვითომ პარტიის ბოგინს წერტილი უნდა დაესვას, “- ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლების აქტიურობა აუცილებელია.

“მეორე ტურზე ხალხის აქტიურობა აუცილებელზე მეტია.
რომ იტყვიან, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ მატყუარა “ნაციონალური მოძრაობის”, ვითომ პარტიის ბოგინს. “ნაციონალური მოძრაობა” ჩვეულებრივი კრიმინალური დაჯგუფებაა, რომლის უფროსიც მიხეილ სააკაშვილია. მას უნდა, პოლიტპატიმრის სტატუსი ჰქონდეს. მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრის სტატუსი ვერანაირად ვერ ექნება. თავის დროზე როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, საქმეების 10 % რომ გამოძიებულიყო, მსოფლიო დაინახავდა, რა კრიმინალთან გვქონდა საქმე. ეს რომ არ დაენახათ, ზუსტად მაგიტომ არ მოხდა ამ საქმეების გამოძიება. ვიღაცების თხოვნა, აზრი გაითვალისწინეს. ახალგაზრდა მთავრობა იყო, გამოუცდელები იყვნენ. დღევანდელ დღეს ისევ თავიდან გვიწევს იმაზე ლაპარაკი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კრიმინალური დაჯგუფებაა, რომ მათ დროს სისხლისღვრა იყო.მიშა სააკაშვილმა ბევრი რამე გააკეთაო. რის ხარჯზე გააკეთა, ვინმე კითხულობს? მაგალითად, თუ რომელიმე ფირმა რაიმე ტენდერს მოიგებდა, ეს მის დაღუპვას ნიშნავდა. საქმეს გააკეთებინებდნენ და მერე აკავებდნენ. დატოვეს ბიზნესი ხელშეუხებელი? – ბიზნესმენი რომ არ დაეკავებინათ და ფული არ მიეტანინებინათ? რომელიმე სფერო დატოვეს ხელშეუხებელი? გავიხსენოთ, სად ვიყავით. სააკაშვილი გახარებული რომ შედიოდა ციხეში, რომ სცოდნოდა, იქ ის კოჭლი კაცი დახვდებოდა, კასტილიანი, ხალხს რომ აუპატიურებდა, ასე ღიმილით შევიდოდა? პრინციპში, შეიძლება, ეგ შესულიყო ღიმილით.

მე დამაკავეს იმის გამო, რომ სულხანის სარჩელი სტრასბურგიდან არ გამოვიტანეთ. ვიცი, რა ხდებოდა, წელიწად -ნახევარი მაგათ ციხეში ვიჯექი.

მიშა სააკაშვილს ვიცნობ პირადად. ეჭვი მეპარება, ეგ მართლა შიმშილობდეს. არ არის ის პიროვნება, რომ შიმშილობდეს და პატრიოტი იყოს. ხალხი, ვინც იცის, რომ სააკაშვილს ვიცნობდი, მეკითხება, რა სჭირს, რა დაემართაო? არაფერი არ დაემართა. რაც იყო, ზუსტად იგივეა: მხდალი, მატყუარა, ორპირი, ჭორიკანა. ვერ არის. ვერც კაცია და ვერც ისე ვერაა. ვერ წარმოიდგენთ, ვინ გვყავდა 9 წელი პრეზიდენტი. კატასტროფა იყო ეს.

ხალხი ისეა გამწარებული, ციხესთან 24 – საათიანი აქციები უნდა იმართებოდეს”, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები