ალუდა ღუდუშაური: გუშინდელ აქციაზე პრემიერმა აბსოლუტურად ზუსტი და დროული აქცენტები დასვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, გუშინ გამართულ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერ შეკრებაზე მმართველი გუნდის ლიდერებმა საზოგადოებას პარტიის სწორი ხედვები გააცნეს.

რაც შეეხება პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლას, როგორც  ღუდუშაურმა “კვირასთან” საუბარში განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილს ზუსტი და დროული აქცენტები ჰქონდა.

“გუშინდელ აქციაზე ჩვენი, “ქართული ოცნების” ლიდერებისა და გუნდის წევრების მხრიდან სიტყვით გამოსვლებისას პარტიის ერთიანი, ძალიან სწორი პრიორიტეტები გაჟღერდა.
რაც შეეხება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას, მას აბსოლუტურად ზუსტი და, ამავდროულად, დროული აქცენტები ჰქონდა”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები