მიხეილ სარჯველაძე – “ქართული ოცნების” აქციაზე: დიდი იყო მოქალაქეების ენთუზიაზმი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გუშინ დედაქალაქში გამართულმა აქციამ მმართველი გუნდის მოლოდინსაც გადააჭარბა.

“მე ვფიქრობ, ყველამ კარგად დაინახა აქციის მასშტაბი. სიმართლე გითხრათ, ჩემს მოლოდინსაც გადააჭარბა. მართლაც უპრეცედენტოდ დიდი იყო მოქალაქეების ენთუზიაზმი, რომლებიც მობრძანდნენ აქციაზე”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. დედაქალაქში გამართულ აქციას მმართველი პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები