ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს. ამომრჩევლებს მერობის კანდიდატი და პარტიის პოლიტიკური ლიდერები ხვდებიან.

აქციაზე უკვე გაკეთდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები. ზუგდიდში მიმდინარე პარტიულ ღონისძიებაზე სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

მომხრეები ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

“ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა, ეს არის ისტორიული ბრძოლა ერთიან, ძლიერ დამოუკიდებელ საქართველოსა და სიბნელეს შორის. ეს არის ბრძოლა სამართლიანობასა და უსამართლობას შორის. ჩვენს უკან არის ადამიანი, რომელიც ახლა სამარტოო საკნიდან გვადევნებს თვალს და თავისი ბრძოლითა და თავგანწირვით გვაძლევს მაგალითს,”- განაცხადა პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრმა ანა წითლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები