“მიშას მომხრეებს უნდა ვანახოთ, რომ ძალიან ბევრი ვართ და გამარჯვება აუცილებლად ჩვენკენ იქნება, რადგან სიმართლე ჩვენკენაა” – გულიკო გამცემლიძე

“მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზს სწორად არ უსვამენ, ის არაადეკვატურია”, – ამის შესახებ 2008 წელს პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის დედამ, გულიკო გამცემლიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამცემლიძემ დღეს, 17:00 საათზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

“დღევანდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი წლის შემდეგ ასეთი აქციები კიდევ დაგვჭირდებოდა. ეს სიმბოლური აქცია იქნება. საზოგადოება არ არის ისეთი გონებაჩლუნგი, რომ 30- ში გადაწყვეტილება უმრავლესობით არ მიიღოს და დაამარცხოს “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც სექტა. ისინი ქვეყნის დასაქცევად იყვნენ მოსულები. ეს პარტია, როგორც კოვიდი გადაგვაქვს, ასეთი სახადი იყო ქვეყნისთვის და როგორმე უნდა დავასრულოთ. ყველა ქართველი გამოვა, ბევრი ვიცი ჩემ გარშემო, ვინც მიშას წინააღმდეგაა, მის გასამართლებას მოითხოვენ. გასამართლებას კი არა, მეტსაც ვიტყოდი, მაგრამ არაჰუმანურად გამომივა. მიშას მომხრეებს უნდა ვანახოთ, რომ ძალიან ბევრი ვართ და გამარჯვება აუცილებლად ჩვენკენ იქნება, რადგან სიმართლე ჩვენკენაა.
სააკაშვილი მეცოდება, სწორად არ უსვამენ დიაგნოზს. სააკაშვილი არის არაადეკვატური, ექსცენტრიკი. ეს კაცი სამკურნალოა, ფსიქიატრიულში უნდა გადაიყვანონ. ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ნამდვილად არ აქვს, იმდენი აქვს ნაჭამი და ნასვამი, აქლემივით დიდხანს გაჰყვება ის მარაგი. ასე რომ, ძალიან ნუ იდარდებენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მე ის უფრო მაღელვებს, რომ ახალგაზრდა ბიჭები დაგვიხოცა”, – განაცხადა გამცემლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები