მარინა ენდელაძე: ამ პერიოდისათვის არ უნდა გვქონდეს ასეთი დრამატული სიტუაცია, ეს პირდაპირპროპორციულია ვაქცინაციასთან

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ქვეყანაში დრამატული სიტუაციაა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ჰოსპიტალური სექტორი დატვირთვას უძლებს, თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, საავადმყოფოებში ადამიანური რესურსი აღარ იქნება საკმარისი.

“ამ პერიოდისათვის ჩვენ არ უნდა გვქონდეს ასეთი დრამატული სიტუაცია. ეს პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ვაქცინირებულ ადამიანებთან და კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია. ჯერჯერობით, ჰოსპიტალური სექტორი ვუძლებთ ამას და გარკვეულწილად ჩვენც გვჭირდება გაფრთხილება, რომ მუშაობა შევძლოთ,” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ენდელაძემ მოსახლეობას კვლავ აცრისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები