თბილისში 1 412 შემთხვევა გამოვლინდა, 873 – იმერეთში, 614 – კახეთში – როგორია ეპიდვითარება დედაქალაქსა და რეგიონებში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 412 თბილისში გამოვლინდა, 873 – იმერეთში, 614 – კახეთში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 412 შემთხვევა, აჭარა – 115, იმერეთი – 873, ქვემო ქართლი – 356, შიდა ქართლი – 362, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 279, კახეთი – 614, მცხეთა-მთიანეთი – 108, სამცხე-ჯავახეთი – 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 681 საიდანაც: 6 228 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 377, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 297. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 542 პირი, მათ შორის, თბილისში – 574, აჭარაში – 131, იმერეთში – 473. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი, მათგან თბილისში – 178, აჭარაში – 35, იმერეთში – 31. 996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 582 – თბილისში, 208 – აჭარაში. 43 457 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 26 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 265 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 206 ადამიანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები