რუსეთში, ფსიქიატრიულ დისპანსერში პაციენტებმა და თანამშრომლებმა იჩხუბეს (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ მიასში, ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში პაციენტებსა და დაწესებულების თანამშრომლებს შორის ჩხუბი მოხდა.

მომხდარის ამსახველ ვიდეოს ტელეგრამ-არხი – Baza ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ჩხუბი მარტში მოხდა, თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

კონფლიქტის მიზეზი პალატაში მოწევის, ერთ-ერთი პაციენტის სურვილი გახდა. მისი მცდელობა სანიტარმა, ალექსეი შულიოვმა შენიშნა და პაციენტს მოწევა აუკრძალა. სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოგვიანებით, დისპანსერის დირექტორმა თქვა, რომ შემოწმება მოხდა და შულიოვი მომხდარის გამო დაისაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები