ფრიდი – სააკაშვილზე: მე არ მომწონს ის, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას

“მე არ მომწონს ის, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა,  ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას”, – ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დენიელ ფრიდმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

“არასოდესაა კარგი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია. ეს ზოგადად არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ეს არასოდესაა კარგი. მიხეილ სააკაშვილი დამყოფი ფიგურაა. ის გამოკვეთილ ყურადღებას იქცევს, დრამატულია. მაგრამ ჩემთვის ასევე მკაფიოდ ჩანს ის, რომ საქართველოს საზოგადოების მხრიდან აღარ აქვს ის პატივისცემა, რომელიც მისი მმართველობის საწყისს წლებში ჰქონდა. შეიძლება, ის საქართველოში იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა. მე ამას უბრალოდ ვერ ვხედავ. რევოლუციების დრო აღარ არის, ააშენე პოლიტიკური პარტია, თავი მოაწონე ამომრჩეველს და გაიმარჯვე არჩევნებში”, – თქვა ფრიდმა.

დიპლომატი ასევე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას დიდი მხარდაჭერა აქვს.

“მე ეუთო/ოდირ-ის ანგარიში წავიკითხე. ეს არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და მთავრობისგან უკეთესის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ამ არჩევნებში პოლიტიკური ძალები ერთმანეთს შეეჭიდნენ. ეს არ იყო ისეთი არჩევნები, როგორიც, მაგალითად, რუსეთში ჩატარდა. ეს არჩევნები იყო ხარვეზიანი, ოღონდ კონკურენტული. ეს არის სწორედ ის რაც პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გააკეთონ. მე არ მომწონს ის, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა,  ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ, მეორე მხრივ, არის მისი ადგილი ნამდვილად ციხეში? მისი ციხეში ყოფნა “ქართულ ოცნებას” ვნებს”, – თქვა ფრიდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები