პრემიერი – სააკაშვილზე დასმულ კითხვაზე: როგორ შეიძლება ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკი

“მინდა, მოგიწოდოთ ყველას, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის, თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკი”, – ასე უპასუხა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: “იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის პროტესტი ფატალური შედეგით დასრულდება, იღებთ თუ არა თქვენ, მთავრობის მეთაური პასუხისმგებლობას”.

მისივე თქმით, 30 ოქტომბერს სიძულვილის ენით საუბარი უნდა დასრულდეს.

“მინდა, მოგიწოდოთ ყველას, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის, თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკი. აი, ასეთი აგრესია, ასეთი სიძულვილი უნდა დავასრულოთ 30 ოქტომბერს, უმსგავსო საქციელი, როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი, ხალხისთვის არის ძალიან ცუდი. როგორ შეიძლება ასეთ არანორმალურ, ავადმყოფურ შეკითხვაზე გაგცეთ ნორმალური პასუხი?!”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები