ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მოისმინეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში, ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლისა და 2021 წლის 6 თვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

პარლამენტის ინფორმაციით, საკითხზე მომხსენებელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ კომიტეტების წევრებს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა გააცნო.

„პროგრესი მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი როგორც სოციალური, ასევე დასაქმების მიმართულებით ქვეყანაში, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და კოვიდის მიუხედავად, ვაჩვენეთ გარკვეული პროგრესი. ძირითადად ასოცირების დღის წესრიგში 2020-21 წლებში ხუთი მიმართულებით არის ვალდებულებები აღებული. ესენია: სამმხრივი დიალოგი სოციალურ პარტნიორებთან, შრომითი დავების, მიგრაციის განვითარება-გაძლიერება, დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა, შრომის ინსპექცია და შრომის უფლებების დაცვა და შესაბამისი მექანიზმების და ინსტრუმენტების შემუშავება, ცირკულარული მიგრაციის მექანიზმების გაძლიერება-განვითარება”, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ და კანონმდებლებს თითოეული მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ბოლო წლებში მართლაც უმნიშვნელოვანესი პროგრესია განხორციელებული და ფრიად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა ამავდროულად ეს არის ის მიმართულება, რომელიც კიდევ საჭიროებს დამატებით შრომას და მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლონ ევროპული სტანდარტის სოციალური პოლიტიკით”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები