კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, 27 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა

თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი, კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციას ბევრი მხარდამჭერი დაესწრება. მისი თქმით, საზოგადოება აქციაზე გამოსვლით კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ძალადობას, სიძულვილის ენას, ბოროტებას და ცილისწამებას.

„დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა და დააფიქსირებს მხარდაჭერას, თანადგომას. კიდევ ერთხელ ვეტყვით არას ძალადობას, სიძულვილის ენას, ბოროტებას, ცილისწამებას, რაც, სამწუხაროდ, ყოველდღიურობაში შემოგვეჩვია და ეს ძალიან ცუდია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რათა ეს ყველაფერი დავასრულოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს ყოფილმა თანაგუნდელებმა აქციაზე სიტყვით გამოსვლა სთხოვეს. კალაძის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში აღარ არის და პოლიტკურ განცხადებებს არ და ვერ გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები