ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით კარგი პროგრესი გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდპასპორტების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, ხომ ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი პროგრესია.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ხვალ უფრო დეტალური განცხადებები გაკეთდება.

„კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს. ხვალ საბჭოზე გაჟღერებული იქნება გარკვეული კომენტარები და გაკეთდება განცხადებები მის შემოღებასა და ევროპაში გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები