ირაკლი ჩიქოვანი და მიხეილ ყაველაშვილი სოფელ რუხში მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდებიან

ზუგდიდის სოფლებში „ქართული ოცნების” ლიდერები მოსახლეობასთან კარდაკარის პრინციპით შეხვედრებს მართავენ და მოქალაქეებს არჩევნებში მამუკა წოწერიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას “ქართული ოცნების” სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაგრძელებთ შეხვედრებს კარდაკარ. დღედ ვიმყოფებით რუხში. ეს არის ძალიან დიდი ადმინისტრაციული ერთეული, ძალიან მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ერთეული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის. საუბარი გვაქვს ბევრ სხვადასხვა საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას ზუგდიდი. ძალიან იმედიანად ვართ, ვინაიდან ჩვენი საზოგადოების განწყობა არის გაცილებით უფრო აქტიური ვიდრე პირველ ტურში და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ადამიანები საშუალებას მისცემენ მამუკა წოწერიას იმუშაოს ზუგდიდისთვის”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ზუგდიდის განვითარებისთვის ახლა მნიშვნელოვანია ზუგდიდელებმა „ქართული ოცნების” კანდიდატი, მამუკა წოწერია აირჩიონ:

„შეუძლებელია, ოპოზიციური წარმომადგენლობა იყოს რომელიმე მუნიციპალიტეტში, მით უმეტეს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ყოველთვის საბოტაჟით გამოირჩევა და არანაირი კონსტრუქციულობა და თანამშრომლობა არ ახასიათებს. მას შეუძლებელია ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის განვითარება. ამიტომ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ კარგად, შეგნებულად, ემოციის გარეშე ჩვენმა ამომრჩეველმა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, სწორედ ზუგდიდისთვის და მისცეს ხმა ქართული ოცნების კანდიდატს, რომელსაც ამ მუნიციპალიტეტის განვითარების კონკრეტული ხედვები აქვს” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეხვედრებს სოფელ ურთასა და ცაცხვში გიორგი ვოლსკი, ვიქტორ ჯაფარიძე და ედიშერ თოლორაია მართავენ. სოფელ ჯიხაშკარში კი მამუკა წოწერიასთან ერთად შეხვედრებში სოზარ სუბარი, ლადო კახაძე და ჯგუფ „ქუჩის ბიჭების” წევრები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები