გებრეისუსმა COVID-19-ის დამარცხების შანსები შეაფასა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ტედროს ადანომ გებრეისუსის შეფასებით, კაცობრიობას კორონავირუსის დამარცხების ყველა შანსი აქვს.

ამის შესახებ AFP წერს.

“პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც მისი დასრულების გადაწყვეტილებას მსოფლიო მიიღებს. ეს ჩვენს ხელშია. თუმცა, მსოფლიომ ეს ინსტრუმენტები სათანადოდ არ გამოიყენა”, – ამბობს გებრეისუსი.

მან კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ჯანმო-ს მიზანი წლის ბოლომდე მსოფლიოს მოსახლეობის, სულ მცირე, 40%-ის აცრაა.

მისი თქმით, ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ვაქცინების მიმწოდებელი ქვეყნებისა და კომპანიების განცხადებები მათ ქმედებებთან იქნება იდენტური.

მან ასევე მოუწოდა ქვეყნებს, რომლებმაც უკვე მიაღწიეს ამ მაჩვენებელს, COVAX-ის მეშვეობით მიაწოდონ პრეპარატები სხვა ქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები