შსს-მ რუსთავში, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

რუსთავში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის და რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება იყო. დავით კირკიტაძის ინფორმაციით, ოფისზე მოხდა თავდასხმა და იყო შეჭრის მცდელობა. მისივე თქმით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები