ამირან გამყრელიძე -ეპიდვითარებაზე: დღევანდელი მონაცემებით, საიმედო პროგნოზი არ არის – ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა იზრდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა.

მისი თქმით, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი და მძიმე პაციენტების რაოდენობა იზრდება.

“დღევანდელი მონაცემებით, საიმედო პროგნოზი არ არის. დღეს ქვეყანაში აქტიური შემთხვევა არის 51 ათასი. უკვე სერიოზულად ეტყობა ზეწოლა ჯანდაცვის სისტემას. იზრდება სტაციონარში ავადმყოფთა რაოდენობა, იზრდება მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და, ასევე, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა.

ჩვენ დეკემბერში, პიკზე, გვქონდა 33-34 ათასი აქტიური შემთხვევა, აგვისტოს პიკზე გვქონდა 63 ათასი, მაგრამ, შორს აღარ არის 63 ათასი. თუ ყოველდღე 4-5 ათასი ახალი შემთხვევა იქნა ქვეყანაში, ჩვენ ძალიან სწრაფად მივალთ უკვე იმ ლიმიტამდე, რასაც ჯანდაცვის სისტემას შეუძლია გაუძლოს”, -აცხადებს გამყრელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები