ეკატერინე ტიკარაძე: ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმისთვის, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებისას განაცხადა, რომ ამ დროისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს.

„ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1,32-ია. ერთი კვირის წინ, ეს მაჩვენებელი იყო 1,72. ვინაიდან ვხედავთ, რომ კოეფიციენტმა დაიწია, ჩნდება მოლოდინი, რომ, აბსოლუტურ რიცხვში, შემდეგი კვირის ბოლოს, დაბალი მაჩვენებლები გვექნება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმისთვის, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს“, – აცხადებს ტიკარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები