კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 208, იმერეთში – 729, კახეთში – 539

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა, აჭარა – 87, იმერეთი – 729, ქვემო ქართლი – 221, შიდა ქართლი – 195, გურია – 98, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235, კახეთი – 539, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 511 საიდანაც:
6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 256, აჭარაში – 496, იმერეთში – 1 288.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 490 პირი, მათ შორის, თბილისში – 545, აჭარაში – 132, იმერეთში – 463. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი,  მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 34, იმერეთში – 28.
957 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 – თბილისში, 218 – აჭარაში.
44 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 3.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 263 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 487 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები