ენმ სარფიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებამდე ფეხით მსვლელობას გეგმავს

 

“ნაციონალური მოძრაობა” სარფიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებამდე, სადაც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრს იხდის, ფეხით მსვლელობას გეგმავს.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები სარფში შეიკრიბებიან, საიდანაც ბათუმში 5 საათზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, შემდეგ კი რუსთავისკენ დაიძრებიან და 400 კილომეტს ფეხით გაივლიან.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები