შატალოვას მცირეწლოვანი შვილი ზურა ბერიძის მეურვეობაში გადადის

თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას მცირეწლოვანი შვილი ბათუმის ყოფილი ვიცემერის, ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადადის. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოკლული ქალის ადვოკატმა განუცხადა.
გადაწყვეტილება მეურვეობის მულტიფუნქციურმა საბჭომ მიიღო.

აღნიშნულ საკითხზე დავა ანასტასია შატალოვასა და ზურაბ ბერიძეს სასამართლოში ჰქონდათ. მაშინ მოსამართლემ ბავშვი დედის ზრუნვაში დატოვა.

27 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. მის საქმეზე 3 პირია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები