სოფელ ქვემო შაქშაქეთში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შაქშაქეთში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე, გზის საფარის ზედა ფენის მოწყობა წვრილმარცვლოვანი ასფალტობეტონით ხორციელდება.

მერიაში აცხადებენ, რომ სულ დაიგება 425 გრძ.მ გზის საფარი. პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, თანხით 182 812 ლარი.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჰედეფ ჯორჯია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები