საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 40 პაციენტი ემსხვერპლა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 657-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 155 პირს დაუდასტურდა, 2 507 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები