,,საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებსო, ამბობენ ექიმები, ადვოკატები, მხარდამჭერები სააკაშვილზე. კი უნდა გადავიდეს, მაგრამ რომელი პროფილის იქნება ეს საავადმყოფო ლ, აი ეს არის საკითხავი”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სატვირთო ავტომანქანით შემოპარვას.
,,საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებსო, ამბობენ ექიმები, ადვოკატები, მხარდამჭერები სააკაშვილზე. კი უნდა გადავიდეს, მაგრამ რომელი პროფილის იქნება ეს საავადმყოფო, აი ეს არის საკითხავი: ყოფილი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, თავის ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, ჯერ ომიდან და შემდეგ ქვეყნიდან გაქცეული, საქართველოში სიტუაციის არევის მოსურნე, უკრაინაში ამრევ-დამრევი, თავის დროს იქიდანაც გაძევებული, მერე ძალით შევარდნილი, ბოლოს საქართველოში შემოპარული
სააკაშვილი, თურმე ტრაილერში, სადაც იმალებოდა, არაჟნით („სმეტანა“) იყო დატვირთული (შეიძლება სავსეც, სანამ ბელადი მუსრს გაავლებდა!) და ვიდეოს იღებდა, „რამე რომ იყოს“, ვითომ როგორ გაიტაცეს და იმ ტრაილერის მძღოლს, რომელიც თავის ჭკუით საქმე გაუკეთა ღუპავდა. პრინციპში, კიდეც დაღუპა და ციხეშიც გაუშვა, მაგრამ „რამე რომ იყოს“ ადამიანის გატაცების ბრალდებით უშვებდა ციხეში… ენდეთ და მხარი დაუჭირეთ ახლა კიდევ ამისთანა ბელადს…. ჰო, მართლა, რომელი პროფილის საავადმყოფოში საჭიროებს გადაყვანას?” – წერს “facebook”-ზე ნიკოლეიშვილი.