ირაკლი კობახიძე – სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატებები, რაც შესაბამისი უწყებების, პირველ ყოვლისა, იუსტიციის სამინისტროს დამსახურებაა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანას ყველა მიმართულებით წარმატება აქვს, რაც სხვადასხვა უწყების დამსახურებაა.

„ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ იგივე არაღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებით განხორციელებული, სამართლებრივ დავებში გვქონდეს ყველგან წარმატება, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატებები, რაც არის შესაბამისი უწყებების დამსახურება, მათ შორის, პირველ ყოვლისა, იუსტიიციის სამინისტროს დამსახურება. მადლობა თითოეულ მოხელეს და სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთავრობას ამ პრინციპული პოზიციის დაცვისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები