ბავარიის პოლიციის დეტექტივი, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, პეტერ დეინცერი: ქართველმა კოლეგებმა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნულ სპეცოპერაციაში, მაღალი პროფესიონალიზმით ხელი შეუწყვეს სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებას
დიდი მადლობა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ძალიან მაღალი დონის კომპეტენტური მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზი მინდა, გაუსვა, რომ თითოეულმა ქართველმა კოლეგამ, რომელიც მონაწილეობას იღებდა აღნიშნულ სპეცოპერაციაში, მაღალი მოტივაციით და პროფესიონალიზმით ხელი შეუწყო სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებას – განაცხადა ბავარიის პოლიციის დეტექტივმა, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა, პეტერ დეინცერმა.
მისი თქმით, თითოეულმა ქართველმა კოლეგამ, რომელიც მონაწილეობას იღებდა აღნიშნულ სპეცოპერაციაში, მაღალი მოტივაციით და პროფესიონალიზმით ხელი შეუწყო აღნიშნული სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებას. პეტერ დეინცერის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გერმანიის ფედერალური კრიმინალისტიკური სამსახურის მეკავშირე ბიუროსთან თანამშრომლობა თბილისში. „წარმატებული განხორციელება ჩხრეკის ღონისძიებების და ასევე განხორციელებული დაკავებები არის არაჩვეულებრივი თანამშრომლობის შედეგი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები და პროკურატურა“, – აღნიშნა ბავარიის პოლიციის დეტექტივმა.
როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს.