გერმანიის ელჩის მოადგილემ ქართველ პარტნიორებს მაღალპროფესიული და შესანიშნავი მომზადებისთვის საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა

”მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართველ პარტნიორებს არაჩვეულებრივი მაღალპროფესიული და შესანიშნავი მომზადებისთვის”, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, ტანია ჰუტმა დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული ტრანსნაციონალური საერთაშორისო კრიმინალური ბანდებისა და დაჯგუფებების დასაკავებლად და გასული დღეების განმავლობაში ჩატარებულმა წარმატებულმა სპეცოპერაციამ საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რაც, ელჩის მოადგილის განცხადებით, ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი შედეგია.

როგორც გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები