ირაკლი კობახიძე: რურუა-უგულავას გათავისუფლება იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების ცუდი მაგალითი, როდესაც ევროპარლამენტის კონკრეტული დეპუტატები ქართულ მართლმსაჯულებაში ერეოდნენ
“გიორგი რურუასა და გიგი უგულავას გათავისუფლება იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან ცუდი მაგალითი, როდესაც ევროპარლამენტის კონკრეტული დეპუტატები ერეოდნენ ქართულ მართლმსაჯულებაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზებას ვეღარასოდეს განახორციელებენ.
„ამას დაესვა წერტილი. ეს თამამად შემიძლია, გითხრათ. არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ განახორციელონ ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზება ასეთი განცხადებებით. „ნაცმოძრაობის“ ლობისტები ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზებას ვეღარასოდეს განახორციელებენ“, – აღნიშნა კობახიძემ.