ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია მოსამართლემ სასამართლოს დარბაზიდან გააძევა

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია მოსამართლემ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდებულმა პროკურორ მიხეილ ჩხეიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბექა ლატარიას გაღიზიანება პროკურორის შუამდგომლობას მოჰყვა, როცა ის ერთ-ერთი ბრალდებულის მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაზე საუბრობდა. ლატარიამ პროკურორის მისამართით უცენზურო სიტყვები გამოიყენა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები