დავით ზალკალიანი: ლოიდ ოსტინის ვიზიტი იყო ძალიან მძლავრი გზავნილი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერის, ისეთ დროს, როდესაც რეგიონში სწრაფად იცვლება სიტუაცია

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოსთვის აშშ-ის მხარდაჭერის მძლავრი გზავნილი იყო.

მისივე თქმით, ვიზიტს შედეგად მოყვა კონკრეტული შედეგები, რაც მემორანდუმის გაფორმებაშია გამოხატული.

„ეს იყო ძალიან მძლავრი გზავნილი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერის, ისეთ დროს, როდესაც რეგიონში სწრაფად იცვლება სიტუაცია, გეოპოლიტიკური სურათი არის სერიოზულად შეცვლილი. სწორედ ასეთ დროს განხორციელებული ასეთი მაღალი დონის ვიზიტი, ის გზავნილები, რაც თავდაცვის მდივანმა გააჟღერა, მიანიშნებს იმ სერიოზულ მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხრიდან. ასევე, ვიზიტს შედეგად მოყვა კონკრეტული შედეგები, რაც იყო გამოხატული მემორანდუმის გაფორმებაში. ის მემორანდუმი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობას, გააძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენს მდგრადობას, ჩვენს როლს შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ვიყავით, ვრჩებით და ვიქნებით აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი მთლიანად რეგიონში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები