ალეკო ელისაშვილი: ჩრდილოვან კაბინეტსა და „ბასტი-ბუბუში“ მონაწილეობას არ ვაპირებთ
“ჩრდილოვანი კაბინეტის საკითხი არ მადარდებს, ასეთ გაუგებარ ფორმატებში აღარ ვმონაწილეობთ”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება აქციებს, ელისაშვილის თქმით, მას თავისი დღის წესრიგი აქვს – პოლიტიკურიც და სამეურნეოც.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე არ ვიყავი, ღვინო ერთხელ გადავიღე და კიდევ რამდენჯერმე მაქვს გადასაღები, არაყიც გამოსახდელი მაქვს და არ ვიცი, ეს აქციებს დაემთხვევა თუ არა, მაგრამ მე ჩემი დღის წესრიგი მაქვს პოლიტიკურიც და სამეურნეოც. რაც შეეხება ჩრდილოვან კაბინეტს, დიდად ეს საკითხი არ მადარდებს, ასეთ გაუგებარ ფორმატებში აღარ ვმონაწილეობთ. ვცდილობდით, მათთვის რაღაც რაციონალური გვეთქვა და გაეგოთ, არ დაგვიჯერეს და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ჩრდილოვან კაბინეტსა და „ბასტი-ბუბუში“ მონაწილეობას არ ვაპირებთ, რადგან, რეფერენდუმის არ იყოს, ეს არის „ბასტი-ბუბუ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.