“არჩევნებზე “ოცნების” პირბადით გამოცხადებისთვის, მოსამართლემ კახა კუჭავას ჯარიმის ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა მისცა”

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” ლოგოიანი პირბადით მისვლის გამო, სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა არ დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს.

მისი თქმით, 2 000-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

“კახა კუჭავა არჩევნების დღეს უბანზე ,,ქართული ოცნების,, სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა და კანონი დაარღვია. მისი ქმედება უბანზე აგიტაციას წარმოადგენს და ისჯება 2000-ლარიანი ჯარიმით. ეს იმდენად ცალსახა დარღვევა იყო, რამდენიმე დღის წინ საიას წარდგენილ საჩივარზე მსჯელობისას, ცესკო-მ კუჭავას წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

სხვა რეაგირებას არც ველოდით. დღეს სასამარათლომ ამ ოქმთან დაკავშირებით იმსჯელა და, სრულიად ,,მოულოდნელად“, კუჭავას ქმედება მცირე მნიშვნელობის გადაცდომად შეაფასა და ჯარიმის ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა მისცა”, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები