ვლადიმერ კახაძე: უკანონო მიყურადება კი არა, ყველაფერი უკანონო დასაგმობია

“მიყურადება კი არა, უკანონო ყველაფერი დასაგმობია! ყველაფერი უკანონო! ჩვენ, დეპუტატები იმიტომ ვართ პარლამენტის შენობაში, კანონშემოქმედნი, რომ ისეთი კანონები დავწეროთ, რომელიც პატივს დაიმსახურებს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან და მისი დარღვევის სურვილი არ გაუჩნდება. არა მარტო სურვილი არ გაუჩნდება, არამედ შეეშინდება ამ კანონის დარღვევის. ეს არის ჩვენი მისია”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ განაცხადა.

მან ახალგაზრდა კოლეგებს სიძულვილს ენის დაძლევისკენ მოუწოდა.

„ძალიან გთხოვთ, პოლიტიკური ველიდან განვდევნოთ სიძულვილის ვირუსი. ეს არის ჩვენი მოვალეობა. ახალგაზრდები მოდიხართ და ძალიან გთხოვთ, ახლავე შემაკავებლად აიცერით იმ სიძულვილზე, რომლის სიმძლავრესაც, ჩემდა სამწუხაროდ, ვატყობ ამ თაობაში. გთხოვთ, გაუფრთხილდით თქვენ სახელს, ოჯახებსა და ქვეყანას“, – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები